თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ქანთარიას, ინტენსიფიკაციის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ინგოროყვას, ასათიანის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.