ასობით სატვირთო თბილისის გარშემო - ფოტო

თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი დგას.
Sputnik
რიგში მდგომი სატვირთოები სომხეთის მხრიდან საქართველოს გავლით რუსეთში მიემართებიან. რიგითი მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნის გამო რუსეთის მხარეს „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა შემცირდა, რის გამოც თბილისის მიდამოებში სატვირთოების კილომეტრებიანი რიგი დადგა.
1 / 12

თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთოების უზარმაზარი რიგი დგას

2 / 12

სატვირთოები სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთისკენ მიემართებიან

3 / 12

მძღოლები კვირების განმავლობაში ელოდებიან, როდის დართავენ გზის გაგრძელების ნებას

4 / 12

ზოგიერთი მძღოლი გზის გახსნას უკვე თითქმის სამი კვირაა ელოდება

5 / 12

ასეთი გიგანტური „საცობი“ იმის გამო წარმოიქმნა, რომ კოვიდ-შეზღუდვების შემდეგ საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი რიგითი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა

6 / 12

„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა შემცირდა, რამაც პრობლემები შეუქმნა სატვირთოების მძღოლებს

7 / 12

ხანგრძლივად დგომის გამო სატვირთოებში არსებული პროდუქტების ნაწილი ფუჭდება

8 / 12

რიგში დაახლოებთ 300 სატვირთო დგას

9 / 12

რიგის ბოლოში მდგომი სატვირთოები ერთი კვირაა გაჩერებულები არიან, დასაწყისში მყოფები კი დაახლოებით 20 დღეა

10 / 12

მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მათ არ აქვთ საკვები და უთავდებათ წყალი. სიახლოვეს არ არის მაღაზიები, მანქანების დატოვება კი მძღოლებს არ შეუძლიათ

11 / 12

თუ როდის გაიხსნება მათთვის გზა, არ იციან

12 / 12

სატვირთოების რიგი კი ამასობაში დღითი დღე იზრდება