ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი დაიწყო

ავტომობილის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ქეთევან წამებულის გამზირის ერთი ნაწილის განახლება დასრულდა, თბილისის მერიამ მოძრაობის ახალი სქემის ამოქმედება დააანონსა.
მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტისთვის გაიხსნება გამზირის მონაკვეთი მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე, ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე კი გამზირი დაიკეტება.
ასევე, ავტომანქანების მფლობელები ისარგებლებენ შემოვლითი მარშრუტებით თელავის, ბოჭორმის, ზურაბაშვილის, წურწუმიას და იალბუზის ქუჩების გავლით.
ახალი რეჟიმის მიხედვით, მოძრაობას შეიცვლის ისნის და სამგორის რაიონებიდან ცენტრის მიმართულებით და უკან მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
ახალი სქემის დეტალები თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია მოყვანილი.
წყარო - თბილისის მერია