მმართველი პარტია ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
Sputnik
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
დღეს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„ის დააკლდება თბილისს, როგორც საქმის პროფესიონალი, მეგობრებს, როგორც ერთგული ადამიანი. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი: კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალების შესახებ >>
47 წლის ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.