ყვითელი ამბები

„მოტყუებით ვარ ამ პროექტში...“ - კახა მამულაშვილი ახალ შოუზე

Sputnik
პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობს, სადაც სხვა ცნობილ სახეებთან ერთად თავისი კულინარიული შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს. პროდიუსერი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ აღმოჩნდა მონაწილეთა შორის.
ყვითელი ამბები
„ეს რა ქენით, ბიჭო“ - მამულიჩამ ძაღლებს ავეჯის გაფუჭებისას წაასწრო - ვიდეო

„კულინარია ჩემი ძლიერი მხარე არ არის. მოტყუებით ვარ ამ პროექტში. დამიბარა პროდიუსერმა, ძალიან გვინდა პოპულარული ადამიანები ცნობილ შეფებს დაეხმარონ კერძების მომზადებაშიო. არაფერი განსაკუთრებული არ გევალება, კვირაში ერთი დღე მოხვალ და სიამოვნებას მიიღებ ცნობილ მზარეულებთან ურთიერთობითო. პრინციპში, ასეთი პირობები არც გამიპროტესტებია. მაშინვე კონტრაქტი დამიდეს წინ და მერე მითხრეს, შენ კი არ უნდა დაეხმარო, ისინი დაგეხმარებიანო. მერე გავიგე, რომ ჟიურიმ თურმე მე უნდა შემაფასოს. ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში“, – ამბობს პროდიუსერი.

მამულიჩას თქმით, ლელას ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, რადგან „სახლში კარგი მზარეული სჭირდებათ“.

„ახლა უკვე ჩემი იმედი აქვს, რომ ჩემგან კარგი მზარეული დადგება“, – აღნიშნა პროდიუსერმა.