ყვითელი ამბები

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი ამ კვირაში დასრულდება - დეტალები

Sputnik
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო პროცესი ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორს ამ კვირაში დასრულდება. საბოლოო ვერდიქტი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ადვოკატებმა წარმოადგინეს ყველა დასკვნითი არგუმენტი. ნაფიცმა მსაჯულებმა 42 შეკითხვას უნდა უპასუხონ სანამ განაჩენს გამოიტანენ.
მანამ, სანამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დეპმა განსატვირთად წასვლა გადაწყვიტა და სცენაზე ჯონ ლენონის სიმღერა შეასრულა.
ინსაიდერების ინფორმაციით, მიმდინარე კვირა იქნება ყველაზე დაძაბული და საზოგადოება ყველანაირი მოულოდნელობისთვის უნდა იყოს მზად.