მილიარდერი ილონ მასკისა და 27 წლის მსახიობის ნატაშა ბასეტის რომანის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს. ინსაიდერების ინფორმაციით, ილონი ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს და ეს მას სახეზეც ეტყობა.
სულ ცოტა ხნის წინ მასკი და ახალგაზრდა მსახიობი სენ-ტროპეს სანაპიროზე გადაიღეს. ისინი საუზმეს შეექცეოდნენ, ილონი ღვინოს მიირთმევდა და გულის სწორს უღიმოდა.
აღსანიშნავია რომ ნატაშა საოცრად ლამაზი ქალბატონია. მილიარდერთან საუზმისთვის მან მკერდმოღებული, მწვანე კაბა მოირგო. თავად ილონს კი მუქი ლურჯი მაისური და შავი შარვალი ეცვა.