„ნეტფლიქსი“ იღებს ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის ლეონარდ ბერნსტაინის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს – „მაესტრო“.
მუსიკოსის როლს მსახიობი და რეჟისორი ბრედლი კუპერი შეასრულებს. მას პარტნიორობას ოსკაროსანი მსახიობი კერი მალიგანი გაუწევს, რომელიც ბერნსტაინის მეუღლის როლს მოირგებს.
ჯერჯერობით ფილმის ტრეილერი არ გამოქვეყნებულა, თუმცა გადასაღები მოედნიდან რამდენიმე ფოტო უკვე გავრცელდა. 47 წლის ბრედლი კუპერის ცნობა შეუძლებელია, ის როლისთვის რადიკალურადაა შეცვლილი. ფილმის პრემიერა 2023 წელს შედგება.