ვაკეში ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

2022 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვია.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი ქვეითად მიმავალ ადამიანს დაეჯახა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის“ მუხლით აწარმოებს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 99 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
საერთო ჯამში ამ პერიოდში საქართველოში მძიმე შედეგით დასრულებული 1121 ავარია მოხდა. ავარიების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა.