თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მეწარმე ბავშვთა დღე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა მონაწილეები თავიანთ ინოვაციურ პროექტებს წარმოადგენენ, დედაქალაქის სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში" 1 ივნისს გაიმართება.
ბავშვები წარმოადგენენ სხვადასხვა ნამუშევრებს – დაპროგრამებული რობოტები, მრავალფუნქციური სახლის მოდელები, ასევე ლეგო რობოტები, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს და ა.შ.
გარდა საექსპოზიციო ნაწილისა, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მიიღონ მონაწილეობა პროცესში, კერძოდ, ააწყონ მოდელები და ახალი კონსტრუქციები.
გარდა ამისა, 15:00-დან 17:00 საათამდე ბავშვებს ელოდებათ გასართობი ღონისძიებები. ამ დროს მათთვის მომზადებულია საყვარელი ზღაპრის გმირების ნახვა, ბუშტებიდან ფიგურების შექმნა, სახეებზე დახატვა და მრავალი სხვა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.