ყვითელი ამბები

რატომ აღმოჩნდა თამრიკო ჭოხონელიძე თერთმეტჯერ ტრავმატოლოგიურში

Sputnik
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იხსენებს, რომ ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა მიზეზით.
როგორც მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნავს, თერთმეტჯერ არის ტრავმატოლოგიურიდან თაბაშირით წამოსული.

„ექიმები გაკვირვებული იყვნენ და მეათედ რომ მოვიტეხე ხელი თუ ფეხი, ხუმრობდნენ, დაამრგვალა და ამით დაასრულებსო. მაგრამ მეთერთმეტედ რომ მივედი, ვეღარაფერი თქვეს. ხშირად მიბრუნდებოდა ხოლმე ფეხი და მერე ხან რა მემართებოდა, ხან – რა. რამდენიმე წლის წინ აფთიაქის წინ ავტომობილიდან გადმოვედი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩავიმუხლე. ძალიან მეტკინა, მაგრამ ისე შევედი აფთიაქში, რომ არაფერი შევიმჩნიე. უცებ შემოდის უცნობი ქალბატონი, დედიკო, ავტობუსიდან დაგინახე, დაბლა დავარდიო“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.