ყვითელი ამბები

„ქალებო, განსაკუთრებით ხანშიშესულებო, დამანებეთ თავი“ - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს.
Sputnik
მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქალებს, განსაკუთრებით, ხანშიშესულებს მოუწოდებს, „თავი დაანებონ მას და მიხედონ საკუთარ ცხოვრებას“.
როგორც ბეგაშვილი ამბობს, ვეღარ აუდის მის ფოტოებზე სოციალურ ქსელებში უარყოფითი კომენტარების წაშლას, სადაც მას ძირითადად „მახინჯად“ მოიხსენიებენ.
„შევთანხმდეთ, რომ ვარ ყველაზე მახინჯი. დამანებეთ თავი, ძალიან გთხოვთ“, – ამბობს ბეგაშვილი.