უპილოტო საფრენი აპარატების საიდუმლო მიწისქვეშა ბაზა ირანში - ფოტო

სპარსეთის ყურეში მზარდი დაძაბულობის ფონზე ირანის არმიამ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების ბაზის შესახებ გარკვეული დეტალები გაამჟღავნა.
Sputnik
ირანი იუწყება, რომ მას შემტევი უპილოტო საფრენი აპარატების უზარმაზარი მიწისქვეშა სამხედრო ბაზა აქვს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაზა საიდუმლო ბუნკერში მდებარეობს, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე არ სახელდება.
1 / 10

ასე გამოიყურება უპილოტო საფრენი აპარატების მიწისქვეშა ბაზა ირანში

2 / 10

ირანის არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი აბდოლრაჰიმ მუსავი შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ მოჰამად ბაგერისთან ერთად საიდუმლო ბაზაზე

3 / 10

ბაზის ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია

4 / 10

ბაზაზე დგას 100 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის Ababil-5, რომელიც, ინფორმაციის თანახმად, აღჭურვილია ამერიკული Hellfire „ჰაერი-მიწა“ კლასის იდენტური ირანული Qaem-9 რაკეტებით

5 / 10

არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა აბდოლრაჰიმ მუსავიმ განაცხადა, რომ „ირანის უპილოტო საფრენი აპარატები რეგიონში ყველაზე მძლავრია“

6 / 10

მიწისქვეშა ბაზის ფოტოები ირანის არმიამ გაავრცელა

7 / 10

ტელერეპორტაჟი ბაზის შესახებ მას შემდეგ მომზადდა, რაც სპარსეთი ყურეში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მებრძოლებმა ორი ბერძნული ტანკერი დააკავეს

8 / 10

არ არის გამორიცხული, რომ საპასუხო ქმედება იყო აშშ-ის მიერ საბერძნეთის სანაპიროსთან ირანული ნავთობის კონფისკაციაზე

9 / 10

ეს ერთ-ერთი ირანული უპილოტო საფრენი აპარატია

10 / 10

ირანის არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი აბდოლრაჰიმ მუსავი შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ მოჰამად ბაგერისთან ერთად საიდუმლო ბაზაზე