ყვითელი ამბები

პაპარაცებმა მეგან მარკლი პიკნიკზე გადაიღეს ოჯახთან ერთად - ფოტო

Sputnik
ინტერნეტში გასულ უქმეებზე გადაღებული უიშვიათესი ფოტო მოხვდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდნენ. სწორედ ამ კადრის დაფიქსირება მოახერხეს პაპარაცებმა.
ფოტოზე ჩანს შორტებში გამოწყობილი პრინცი ჰარი და ასევე პატარა არჩი. წყვილის უმცროსი ქალიშვილი ლილიბეტი კი, სამწუხაროდ, კადრში ვერ მოხვდა.
რაც შეეხება მეგან მარკლს, ის კეიტ მიდლტონის საყვარელი ბრენდის „ემილია ვიკსტიდის“ ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის ღირებულება 1250 დოლარია.