ყვითელი ამბები

ალექს როდრიგესმა ჯეი ლოს შემცვლელი, 25 წლის ქერა ლამაზმანი იპოვა - ფოტოები

Sputnik
ჯენიფერ ლოპესთან განშორების შემდეგ ალექს როდრიგესმა პირადი ცხოვრების აწყობა მრავალჯერ სცადა. ყოფილი სპორტსმენი ბევრ მანდილოსანთან ერთად გადაიღეს. და, აი, ბოლოს და ბოლოს, ალექსმა 25 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორთან კეტრინ პეჯეტთან გააბა რომანი.
წყვილი ბეისბოლის მატჩზე, მაიამიში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ალექსს მეტად სერიოზული და ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა.
„ძალიან ბედნიერი“, „რა სახე აქვს“, „ალბათ ჯეი ლოზე ფიქრობს“, – ხუმრობენ კომენტარებში.
ალექს როდრიგესი და ჯეი ლო გასული წლის მაისში დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ორი წლის თავზე როდრიგესმა ბაჰამის კუნძულებზე ლოპესს ხელი სთხოვა.