COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,55%.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (23–29 მაისი) კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.729 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.640.288).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.828 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 104.996 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 95.506, PCR–ტესტით – 9.490.
ამ დროისათვის ქვეყანაში 587 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,55%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 304
იმერეთი – 101
ქვემო ქართლი – 38
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 30
გურია – 27
აჭარა – 25
კახეთი – 18
შიდა ქართლი – 14
მცხეთა-მთიანეთი – 9
სამცხე-ჯავახეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.