თბილისში მოზარდი დაჭრეს

არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა დღეს სამგორის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ. სავარაუდოდ, მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
„მძიმედ იყო, სისხლის ბევრი დანაკარგი ჰქონდა. გაუკეთდა ოპერაცია. შეჩერდა სისხლდენა და ვნახოთ, როგორ იქნება", – განაცხადა კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის გამგემ მერაბ ჯოხარიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.