ყვითელი ამბები

თაკო ნაცვლიშვილმა შეყვარებული გამოაჩინა - წყვილის რომანტიკული ფოტოები

ყველასთვის ცნობილი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულია.
Sputnik
წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა სოციალურ ქსელში მისი და მისი რჩეულის ფოტოები მაინც იძებნება.
თაკო ერთობლივ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს, მაგრამ არც ისე ხშირად. პირველად წყვილი ერთად თაკოს დაბადების დღეზე, ორი წლის წინ გამოჩნდა.
ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 26 წლისაა. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ თაკომ შეყვარებულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.