ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილს ახალი მამაკაცი ჰყავს? - ნახეთ ვისთან ერთად ერთობა მოდელი

შორენა ბეგაშვილმა ახალი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.
Sputnik
ბოლო რამდენიმე კვირაა მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი აქტიურად სტუმრობს ღამის ბარებსა და კლუბებს და მუდმივად ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად ერთობა.
როგორც წესი, მოდელი იშვიათად აქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებსა თუ ვიდეოებს, თუმცა ამ შემთხვევაში მან ეს დაუშვა და ბოლო დროს მის „სთორებში“ აქტიურად ხვდება ერთ-ერთი მისი პარტნიორი ამ გართობიდან, ვინმე ბექა მახათაძე.
რამდენიმე კვირის წინ შორენა ბეგაშვილი სწორედ ამ მამაკაცის დაბადების დღეზე იმყოფებოდა ერთ-ერთ ღამის კლუბში და საკმაოდ კარგ ხასიათზეც.
უცნობია რა აკავშირებს მოდელს ამ მამაკაცთან, რადგან ბეგაშვილს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, თუმცა ცნობილია, რომ ამჟამად მსახიობი ურთიერთობაში აღარ არის და მისი გული თავისუფალია. გასულ ზაფხულამდე შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთობა გაურკვეველი მიზეზებით დაასრულა.