ყვითელი ამბები

„როცა ასე ძლიერ უყვარხარ“ - ნეკა დოროყაშვილი საყვარელ კაცთან ერთად ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

ნეკა დოროყაშვილი საყვარელი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს.
Sputnik
ცნობილი მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. საზოგადოებაც მუდმივად ადევნებს თვალს მოდელს, რომელიც მათ ფოტოებით ანებივრებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეკა დოროყაშვილს რჩეული ჰყავს. ნეკას საყვარელი მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოდელმა არაერთხელ გამოაქვეყნა მასთან ერთად გადაღებული ფოტო, სადაც სახეს არასდროს აჩენს.
ამჯერად ნეკა მასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „როცა მამაკაცს ასე ძლიერ უყვარხარ”.