თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ რუმიაში მკლავჭიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ქოროღლიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა მკლავჭიდელმა ორივე ხელით შეჭიდებაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ერთბაშად ორი ოქროს მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 17 ქვეყანა იღებდა.
მკლავჭიდის ჩემპიონატი 26 მაისს დაიწყო და დღეს, 30 მაისს დასრულდება. საქართველოს სახელით მკლავჭიდის გუნდმა 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი ქოროღლიშვილის გარდა, ორი ოქროს მედალი ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მოიპოვეს.