ტესტი: ოთხი შეკითხვა თქვენი პიროვნული თვისებების განსასაზღვრად

გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს ტესტი თქვენს პიროვნულ თვისებებს მთელი 100 პროცენტით ამოიცნობს, მაგრამ 95%-იან სიზუსტეს კი გპირდებით.
Sputnik
გნებავთ შეამოწმოთ? მაშინ მოიმარჯვეთ კალამი, ფურცელი, წარმოსახვა და უპასუხეთ ოთხ უწყინარ კითხვას. პასუხები ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ.
ჩვენ მიერ თქვენთვის მომზადებული მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მაშ ასე:
ოკეანეში ყვინთავთ. უცბად ხედავთ სირინოზს. რა ფერის კუდი აქვს მას?

სირინოზის კუდის ფერი მიუთითებს, რამდენად კომუნიკაბელური ხართ: ცივი და მშვიდი ფერები, მაგალითად ლურჯი ან მწვანე ნიშნავს, რომ საკმაოდ მორცხვი ადამიანი ბრძანდებით; კაშკაშა ფერები, მაგალითად ვარდისფერი ან ყვითელი ნიშნავს, რომ ახალ გაცნობილ ადამიანებთან იოლად პოულობთ საერთო ენას;

გადაეყარეთ თევზს: როგორია ის - საშიში და აგრესიული თუ მშვიდი და უწყინარი?

თევზი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ აგვარებთ სადავო სიტუაციებს:
თუ არააგრესიული, მშვიდი თევზი წარმოიდგინეთ — ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უპრობლემოდ ახერხებთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმასაც და დაცვასაც;
ხოლო თუ მტაცებელი და აგრესიული თევზი წარმოიდგინეთ — მაშინ თქვენ არჩევთ გაერიდოთ კამათსა და კონფლიქტურ ვითარებას.

ფსკერზე ხედავთ ნიჟარას. როგორია ის? ბრტყელი და გლუვი თუ კონუსის ფორმისა და მრავალხვეულიანი?

ნიჟარა — ეს თქვენი გულგახსნილობის სიმბოლოა:
თუ წარმოსახვაში ბრტყელი და გლუვი ნიჟარა დაინახეთ, ე.ი. იოლად უშლით გულს ირგვლივ მყოფებს და მოურიდებლად უყვებით მათ საკუთარ ისტორიებს;
თუ პირიქით, ნიჟარა მრავალხვეულიანი და რთული ფორმისაა, ე.ი. გულდახურული ადამიანი ბრძანდებით და იშვიათად თუ უზიარებთ ვინმეს თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებს.

გადაწყვიტეთ, რომ ნაპირზე დაბრუნდეთ. რამდენ ადამიანს ხედავთ პლაჟზე?

პლაჟზე მყოფი ადამიანები რაოდენობა თქვენი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაზე მიუთითებს:
თუ თქვენს წარმოსახვაში პლაჟი ხალხითაა სავსე — ე.ი. წვეულებების დედოფალი (ან მეფე) ბრძანდებით;
რამდენიმე ადამიანი — ბევრი მეგობარი არ გყავთ, მაგრამ ვინც გყავთ, ყველა გამოცდილი და შემოწმებულია;
ხოლო თუ პლაჟი ცარიელია — ე.ი. ადამიანებს არ ენდობით და არ ისწრაფვით მეგობრების შეძენისკენ.