პოლიტიკოსები, სპორტსმენები და მსახიობები: 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები - ფოტო

ჟურნალმა Time გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია.
Sputnik
რეიტინგი ექვს კატეგორიად არის დაყოფილი: „მსახიობები“, „ნოვატორები“, „ტიტანები“, „ლიდერები“, „კერპები“ და „პიონერები“.
„მსახიობების“ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინური წარმომავლობის კანადელმა მსახიობმა სიმუ ლიუმ, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „შან-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა“.
„ნოვატორთა“ კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა 25 წლის ამერიკელი მსახიობი ზენდაია.
„ტიტანების“ კატეგორიის სათავეში აღმოჩნდა Apple-ის გენდირექტორი ტიმ კუკი.
„კერპების“ სიაში ლიდერი გახდა ამერიკელი მომღერალი მერი ჯეი ბლაიჯი. ამ კატეგორიაში ასევე შევიდნენ მსხიობი კიანუ რივზი, მომღერალი ადელი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ავღანელი ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი ჰოდა ჰამოში და სხვები.
„პიონერთა“ კატეგორიის პირველადგილოსანი გახდა ამერიკელი კალათბურთელი კენდის პარკერი.
1 / 12

ჩინური წარმომავლობის კანადელი მსახიობი სიმუ ლიუ

2 / 12

კალათბურთელი კენდის პარკერი

3 / 12

ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი მია მოტლი

4 / 12

კომპანია Apple-ის გენდირექტორი ტიმ კუკი

5 / 12

ამერიკელი ფრისტაილერი ეილინ გუ

6 / 12

მეცნიერი ტიმნიტ გებრუ

7 / 12

ამერიკელი მსახიობი ზენდაია

8 / 12

კანადელი მსახიობი და კინორეჟისორი კიანუ რივზი

9 / 12

კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი

10 / 12

ამერიკელი მომღერალი მერი ჯეი ბლაიჯი

11 / 12

მალაიზიელი მსახიობი მიშელ იეო

12 / 12

ამერიკელი მსახიობი ჩენინგ ტატუმი