საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ივნისში

საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნისას საშუალო ჩეკი 27 ათასი რუბლს შეადგენს
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. რუსეთის მოქალაქეები ივნისში უცხოური მიმართულების არჩევისას ყველაზე ხშირად ჯავშნიან ავიაბილეთებს თურქეთის, საქართველოსა და ისრაელის მიმართულებით, განაცხადეს ბილეთების ძებნისა და შესყიდვის სერვის Aviasales-ის პრესსამსახურში.
„ივნისში უცხოური მიმართულებებიდან რუსეთის მოქალაქეები ძირითადად გაფრინდებიან თურქეთში. ყველა უცხოური ჯავშნის 16% საშუალოდ 27 ათასი რუბლის ჩეკით სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. საქართველოც პირველ მიმართულებებშია - ჯავშნების 4%-ით და 25 ათასი რუბლით და ასევე ისრაელი - ჯავშნების 2,9% და 37,1 ათასი რუბლი“, - იტყობინება სერვისი.
მათ ასევე აღნიშნეს ასეთი ტენდენცია: ახლა იტალიაში საშუალო ჩეკი ტაილანდთან შედარებით მხოლოდ 1,2 ათასი რუბლით მაღალია და შეადგენს 49,2 ათას რუბლს. რუსეთის მოქალაქეები აგრძელებენ ამ ქვეყანაში ბილეთების დაჯავშნას ივნისისთვის - იტალია მეოთხე ადგილზეა პოპულარობით.
2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 105,3 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 483,3%-ით მეტია 2021 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით.