თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის მე-4 საბავშვო ფესტივალი 4 ივნისს დედაქალაქის ცირკში გაიმართება - დასწრება თავისუფალია, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ სხვადასხვა საბავშვო ზონას, ისეთი როგორიცაა ბავშვთა სტარტაპები, განათლება, ჯანმრთელობა, სპორტი, გართობა და კვება.
გასართობი ღონისძიებები - თამაშები, შეჯიბრებები, ასევე ვორქშოფები, რომლებშიც ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, ამ დღეს 13:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მშობლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ საბავშვო პროდუქცია ფასდაკლებით. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ბავშვის განვითარების სფეროში არსებულ სიახლეებს და კონსულტაცია გაიარონ წამყვან სპეციალისტებთან.
ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერია.