სროლა თბილისში: დაჭრილია 41 წლის მამაკაცი

მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში იყო დაჭრილი.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა დღეს, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.
უცნობია, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა საავადმყოფოს თავად მიმართა.