ბრიტანეთის მუზეუმში ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები გამოიფინა

გამოფენა მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ბრიტანეთის მუზეუმში პირველად გამოიფინა ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ქართველებმა საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატსა და გაერთიანებული სამეფოს მკვლევარს ოლივერ უორდროპს.
ჯონ ოლივერ უორდროპი - ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მკვლევარი, რომელიც ყველაზე მეტაც ცნობილია ამიერკავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს მრავალწლიანი კვლევებით.
ოლივერ უორდროპი ქართულ ეროვნულ სამოსში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით ბრიტანეთის მუზეუმში პირველად გამოიფინა ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ქართველებმა საჩუქრად გადასცეს სერ ოლივერ უორდროპს.
შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ბრიტანეთის მუზეუმში 1983 წლიდან ინახება და არასოდეს მომხდარა მისი ექსპოზიცია. ჯვარი და ყელსაბამი მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი ბრიტანეთის მუზეუმში.