თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა არაყიშვილის ქუჩაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცებს მიმავალი მოპედიდან დაახლოებით ათი ტყვია ესროლეს. ისინი ფეხების არეში არიან დაჭრილები.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.