ყვითელი ამბები

შავი კაბა დეკოლტეთი და ფეხზე დიდი ჭრილით - 45 წლის შაკირა ბრწყინვალედ გამოიყურება

Sputnik
კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე კვლავ „ვარსკვლავთცვენაა“. ამჯერად საზოგადოების ყურადღება შაკირამ მიიპყრო, რომელიც ფილმ „ელვისის“ პრემიერაზე შავი, კლასიკური კაბით გამოჩნდა.
45 წლის მომღერალი შესანიშნავად გამოიყურებოდა. კაბა დეკოლტეთი და ფეხზე დიდი ჭრილით ხაზს უსვამდა მის მოხდენილ სხეულს.
მის „ლუქს“ კი ხელთათმანი, დიდი ზომის ბეჭედი და ღია ფეხსაცმელი ასრულებდა.