თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის უკრაინული მხარის ინიციატივითაა გაყინული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, კიევი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რის გამოც რუსეთი ვერ ხვდება ქვეყნის პოზიციას.
„პირველ რიგში, მოლაპარაკებები ახლა გაყინულია უკრაინული მხარის მიერ არჩეული ხაზის შესაბამისად და მათი გადაწყვეტილებით, რაც აბსოლუტურ კონტრასტშია ზელენსკის განცხადებებთან. მეორე, ზოგადად, უკრაინის ხელმძღვანელობა მუდმივად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ბოლომდე გავიგოთ, რა სურს უკრაინულ მხარეს და მზად არის თუ არა გამოავლინოს ფხიზელი მიდგომა, გააცნობიეროს საქმის რეალური მდგომარეობა“, — განაცხადა პესკოვმა.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ მხარეები მზად არ არიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობს, თუმცა რუსეთი არ იჩენს მზადყოფნას სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.