ყვითელი ამბები

„შეუძლებელი იყო იქ გადარჩენა...“ - ნინო სურგულაძე საშინელ ავარიაში მოყვა

Sputnik
საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე „რუსთავი 2“-ზე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას „სხვა კითხვები“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საბედისწერო ავარიაზე, რომელიც მას შეემთხვა.
აღმოჩნდა, რომ მუსიკოსი იმ ავტომანქანაში იმყოფებოდა დედასთან ერთად, რომელიც ორი ტრაილერის შეჯახებისას მათ შორის აღმოჩნდა.
ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მე, დედა და მძღოლი ვიყავით. არ ვიცი როგორ გადავრჩით. არ მეშინოდა იმიტომ, რომ ვიცოდი, დედასთან ერთად ვიყავი, რა საოცარი გრძნობა იყო... იგივე მითხრა დედამაც. სხვათა შორის, მაშინაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ არ გიწერია... მანქანები გაჩერდა, ხალხი მოვიდა. წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო იქ გადარჩენა“, – გაიხსენა მუსიკოსმა.