ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება

თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მასმედიისთვის დახურული იქნება.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება ბრიუსელში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც დაესწრება.
საქართველოს გარდა, შეხვედრაზე უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.
ღონისძიება ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება და მას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
როგორც ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრა სამუშაო ვახშამით 15 ივნისს გაიხსნება და დახურული იქნება მასმედიისთვის. 16 ივნისს კი მოკავშირეთა მინისტრებთან ორი სესია გაიმართება.
როგორც აღინიშნება, დამოუკიდებელი შეხვედრა შედგება უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან, რომელსაც აშშ უმასპინძლებს.