ხევი-უბისას მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 154-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხევი–უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ხორციელდება გვირაბის პორტალის ექსკავაციის სამუშაოები.
„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საჭიროა 27 მაისის 01:00-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტოს 20-წუთიანი ინტერვალებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.