ყვითელი ამბები

„მწერენ, რომ ნიკოლოზს რაღაც გადავცე...“ - ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი კოლეგის ტრაგედიაზე საუბრობს.
Sputnik
ნიკოლოზ წულუკიძე ტელევიზიასა და რადიოს უბრუნდება. წულუკიძე „იმედის დღის” ეთერში უკვე წარდგა. მომავალ სამშაბათს კი მისი მოსმენა რადიო „იმედის“ ეთერშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მისმა კოლეგამ ნანიკო ხაზარაძემ ისაუბრა.

„ძალიან კარგი თემით გვიერთდება, როგორც ვიცი, ემზადება უკვე ორი დღეა. სამსახურში გამოსულია, უბრალოდ ჩვენი ტელემაყურებელი პირველად დაინახავს მას მას შემდეგ, რაც ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა მის თავს“, – აღნიშნა ხაზარაძემ „იმედის“ ეთერში.

ნიკოლოზ წულუკიძის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
მისი თქმით, დიდი დრო გავიდა, რაც ის და ნიკოლოზი ეკრანზე ერთად აღარ სხედან, მაგრამ მაყურებელს და მსმენელსაც ერთად ჰყავს მეხსიერებაში ჩარჩენილი და აღქმული.

„დღემდე ძალიან ბევრი წერილი მომდის, ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი მწერს, რომ ნიკოლოზს გადავცე რაღაც, თითქოს მე ვასოცირდები მასთან. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას, იმიტომ რომ მე ნიკოლოზი მართლა ძალიან მიყვარს და რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, ვაკეთებ. თუმცა უმოქმედო მეც ვიყავი რაღაც პერიოდი“, – აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.

ნიკოლოზ წულუკიძის წლინახევრის შვილი რამდენიმე კვირის წინ ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, მას შემდეგ ტელეწამყვანი ეთერში არ გამოჩენილა.