მარნეულში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევა სოფელ აღამამედლოში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი შენობის კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად არასრულწლოვანიც და მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.