ყვითელი ამბები

„ჯონი დეპს არასდროს უკრავს ხელი ჩემთვის და არც დაურტყამს...“ - კეიტ მოსი

ემბერ ჰერდის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება კეიტ მოსმა უარყო.
Sputnik
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე ჯონის ყოფილმა შეყვარებულმა, მოდელმა კეიტ მოსმა მისცა ჩვენება. ის სხდომას ვიდეოზარით სახლიდან ჩაერთო და კატეგორიულად უარყო ჯონის ძალადობრივი ქმედებები მის მიმართ.
ყვითელი ამბები
„ჯონი დეპმა კეიტ მოსი კიბეებიდან დააგორა“ - ემბერ ჰერდის მორიგი სკანდალური განცხადება

„ოთახიდან გავდიოდით, გარეთ წვიმდა, მე კიბეზე დამისრიალდა ფეხი და ჩავგორდი. ჯონი სირბილით მოვიდა ჩემ დასახმარებლად, ოთახში შემიყვანა და სამედიცინო დახმარება გამიწია. მას არასდროს უკრავს ჩემთვის ხელი და არასდროს დაურტყამს“, – განაცხადა კეიტ მოსმა.

რამდენიმე დღის წინ ემბერ ჰერდმა განაცხადა, რომ ჯონი დეპმა ყოფილი შეყვარებული კიბეებიდან დააგორა.