დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს ელოდება

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაც უერთდება.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა სტუმრებისთვის ღიაა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა იმართება და ამ ეროვნულ დღესასწაულს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაც უერთდება.
სტუმრებს ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციების დათვალიერება 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.