თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალმა გზის გადაკვეთა საფეხმავლო ხიდთან სცადა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.