შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე: მოკლულია 21 ადამიანი - ვიდეო

ტეხასის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში სროლას ოცზე მეტი ადამიანი შეეწირა.
Sputnik
ცეცხლი 18 წლის სალვადორ რამოსმა გახსნა, რომელმაც სკოლაში მისვლამდე საკუთარი ბებია დაჭრა. ქალი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, თავდამსხმელს ჯავშანჟილეტი ეცვა, თან ჰქონდა პისტოლეტი, თოფი და ზურგჩანთა.
სკოლის დაცვის მცდელობა, არ შეეშვათ იგი შენობაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდამსხმელი სკოლაში შევიდა და რამდენიმე კლასში უმისამართო ცეცხლი გახსნა.
პოლიციამ რამოსი მოგვიანებით დააკავა. გამოძიების მონაცემებით, თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.