მილიონები ბორბლებზე: რეტრო ავტომობილების გამოფენა თელავში - ფოტო

თელავში უნიკალური და რეტრო ავტომობილების გამოფენა გაიმართა.
Sputnik
თელავის მკვიდრები და სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ნამდვილი სამუზეუმო ექსპონატებით. ზოგიერთი ასეთი ავტომობილი ბევრ ჩვენგანს მხოლოდ ფილმებსა და კატალოგებში გვინახავს. ახლა კი მსოფლიო ავტოწარმოების ლეგენდების პირადად ხილვაც შესაძლებელი გახდა.
1 / 15

ასეთი ღონისძიება თელავში პირველად გაიმართა და საკმაოდ წარმატებულადაც

2 / 15

ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს მსოფლიო ავტოწარმოების ლეგენდების ხილვის საშუალება მიეცათ

3 / 15

განსაკუთრებულ ყურადღებას ვიზიტორები XX საუკუნის შუა პერიოდის ყველგანმავლებს აქცევდნენ

4 / 15

საქართველოს მასშტაბით ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა იყო

5 / 15

მსურველებს ავტომობილებში ჩაჯდომის საშუალებაც ჰქონდათ

6 / 15

ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო

7 / 15

გამოფენაზე XX საუკუნის ავტომობილები იყო წარმოდგენილი. ექსპონატების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს

8 / 15

გამოფენაზე საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტომობილებიც იყო წარმოდგენილი

9 / 15

და ქარხნულისგან განსხვავებული, ტუნინგ ვერსიებიც

10 / 15

ღონისძიებას მხარი დაუჭირეს თელავის მერიამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ

11 / 15

ორგანიზატორი კი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია იყო

12 / 15

ფესტივალი თელავის გამორჩეული მკვიდრის ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას მიეძღვნა

13 / 15

ამ სანახაობას თელაველები დიდხანს დაიმახსოვრებენ

14 / 15

რეტროავტომობილებთან ერთად წარმოდგენილი იყო მოტოციკლებიც, რომლებიც ასევე დიდ ინტერესს იწვევდა შოუს სტუმრებს შორის

15 / 15

თელაველები იმედოვნებენ, რომ მსგავსი გამოფენები ქალაქში ხშირად გაიმართება