ყვითელი ამბები

კაბა „პეროებით“ - ნაომი კემპბელი „ვალენტინოს“ ულამაზეს კაბაში კანის კინოფესტივალზე

Sputnik
ცოტა ხნის წინ ნაომი კემპბელი კანის კინოფესტივალზე ჩავიდა. მისი ვიზიტი კანში კიდევ უფრო ხმაურიანი გამოდგა იმის გამო, რომ პაპარაცებმა სუპერმოდელის პატარა ქალიშვილის გადაღება მოახერხეს.
„შავმა გედმა” ყველა და ყველაფერი დაჩრდილა, როდესაც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოვიდა.
ნაომი კემპბელი ფილმის „დაშორების დროა“ პრემიერას დაესწრო. ის ბრწყინავდა „ვალენტინოს“ ულამაზეს კაბაში დეკოლტეთი, რომელიც უამრავი ბუმბულით იყო გაფორმებული.