კახეთში ხანძარს 70 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარი, სავარაუდოდ, სახლში დამონტაჟებულმა გაუმართავმა ბუნებრივი აირის გამაცხელებელმა გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. კახეთში ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია – მოწყობილობა გაუმართავი იყო და აფეთქდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.