ყვითელი ამბები

ელისაბედ მეორე ვარდისფერი სამოსით და „როლს როისის“ ელექტრომობილით - უახლესი ფოტოები

Sputnik
დედოფალი ელისაბედი ჩელსიში ყვავილების ცნობილ გამოფენას სტუმრობდა. ღონისძიება დედოფლის უშუალო პატრონაჟით იმართება და ჯამში მონარქი ამ ღონისძიებაზე 50-ჯერ არის ნამყოფი.
დედოფალი ღონისძიებაზე საკუთარი ოთხადგილიანი „როლს როისით“ გამოჩნდა, რომლის ღირებულება 62 ათასი ფუნტი სტერლინგია. ავტომობილი აკუმულატორებით მუშაობს და სრული დამუხტვით 80 კილომეტრის მანძილზე გადაადგილება შეუძლია.
ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 10 წლის მანძილზე, როცა მონარქი საზოგადოებაში ამ ტრანსპორტით გამოჩნდა. 96 წლის ელისაბედი ბრწყინავდა ვარდისფერ კაბაში და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა.