ყვითელი ამბები

ყოფილი ფეხბურთელების ცოლები წვეულებიდან - ანუკი არეშიძე და ადრიანა მალდინი

Sputnik
დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ცნობილი ფეხბურთელის, „მილანის“ ყოფილი კაპიტნის პაოლო მალდინის ცოლთან, ადრიანასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტო, როგორც ჩანს, იმ წვეულებაზეა გადაღებული, რომელიც საფეხბურთო გუნდ „მილანის“ იტალიის ჩემპიონად გახდომას ეძღვნებოდა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც „მილანში“ ცხრა წელი თამაშობდა, წვეულებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე რამდენიმე დღე მილანში იმყოფებოდნენ. წყვილი ქორწინების პირველ წლებში ამ ქალაქში ცხოვრობდა.