36 საათი წყლის გარეშე: GWP განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოების გამო 26 მაისს თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 26 მაისს დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 26 მაისის 22:00 საათიდან 28 მაისის 10:00 საათამდე თბილისის რამდენიმე უბანს, დედაქალაქს შემოერთებულ დასახლებებს და მცხეთას წყალმომარაგება შეეზღუდება“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

ვაკე-საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, გელოვანის, გამრეკელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, ჩიქოვანის, ქავთარაძის, ჯიქიას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს. ლორთქიფანიძის, გაზაფხულის, უნივერსიტეტის I შესახვევს, თხინვალას I-II აგარაკს, დიღომი 7-ს. დაბა წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, სოფ. კვესეთს.
აღნიშნულ არეალს ემატება: ჭავჭავაძის გამზ. №39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის №1, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩები.
სოფელ დიღომში: ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში – დაბა წავკისს, სოფ. ტაბახმელას, დაბა შინდისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს.
გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის ქუჩებს.
წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას და სოფელ წიწამურს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.