დაპირებული დაბრუნება? თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე წარადგინეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა, იუწყება საქართველოს პარლამენტი.
ნათია თურნავას მინისტრის პოსტი 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში ეკავა.
გადადგომის შესახებ განცხადება თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მაშინ მან აღნიშნა, სურს შეიცვალოს საქმიანობის სფერო და საკუთარი ძალები სხვაგან მოსინჯოს.

„საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები უახლოეს დღეებში განიხილავენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.