თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში, კლუბ MONO HALL-ში 4 ივნისს ცნობილი ქართველი მუსიკოსის ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიაზ დიასამიძის მუსიკა თბილისური მუსიკის, რეგის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავია, რაც მის შემოქმედებას უცნაურს და საინტერესოს ხდის.
ნიაზ დიასამიძე და „33ა“
© photo: 33a / FB
ნიაზმა მოახერხა ქართული ფოლკლორი ახალგაზრდებშიც პოპულარული გაეხადა. პოეტი, კომპოზიტორი, ვოკალისტი, უკრავს უამრავ ინსტრუმენტზე – კლავიშებიან საკრავებსა და გიტარაზე, მათ შორის, საკმაოდ ორიგინალურად – ხემით ფანდურზე.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე TKT.GE.
ნიაზ დიასამიძე ჯგუფ „33ა“-სთან ერთად 1994 წლიდან მღერის. ჯგუფში მასთან ერთად მუშაობენ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირები დაიშვებიან.