Tbilisi Adventure Run: დედაქალაქში სათავგადასავლო გარბენი გაიმართება

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. კუს ტბის ტერიტორიაზე გამოცდილი მორბენლებისთვის და რიგითი მოყვარულებისთვის 12 ივნისს თბილისის სათავგადასავლო გარბენი Tbilisi Adventure Run გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისის სათავგადასავლო გარბენის მონაწილეების, სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაწილე, რომელიც სრულ დისტანციას დაფარავს, ITRA-ქულებს მიიღებს.
ITRA ქულები დაირიცხება სერტიფიცირებული რბოლის ფინიშზე მისვლისას, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დისტანციის დასრულება, არამედ ორგანიზატორების მიერ გამოყოფილი დროის ლიმიტის დაცვაც.
წელს გარბენი თბილისის მერიის მიერ მონიშნულ ახალ ბილიკებზე გაიმართება. ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობენ გარბენის სამ ტიპს, მომზადების დონის გათვალისწინებით:
ტრეილი: 23 კმ | 1,000 მ
სპრინტი: 12 კმ | 500 მ
სათავგადასავლო გარბენი: 6 კმ | 250 მ
რბოლა თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია TRAILLAB-თან პარტნიორობით გაიმართება.
გარბენზე ბილეთები უკვე იყიდება ვებ-გვერდზე tkt.ge.