სამი ხერხი თეთრი პერანგის მანჟეტებისა და საყელოს გასაქათქათებლად

Sputnik
თეთრი პერანგის მანჟეტებისა და საყელოს გაქათქათება საკმაოდ რთული საქმეა. დიასახლისები ათას ხერხს ცდიან იმისთვის, რომ სამოსს პირვანდელი სითეთრე დაუბრუნონ სახლის პირობებში. ქვემოთ საამისოდ სამ მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ.

ლიმონის მჟავა

მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ბამბისა და ტილოს (სელის) პერანგებზე.
შეურიეთ ლიმონმჟავა წყალს პროპორციით ერთი კოვზი ლიმონმჟავა 1 ლიტრ წყალზე. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 50 გრადუსს.
დატოვეთ პერანგი ხსნარში სამი საათის განმავლობაში. შემდეგ კარგად გაავლეთ ცივ წყალში, გაშრობის შემდეგ კი კარგად დაორთქლეთ უთოთი.

სარეცხის საპონი

ეს მეთოდი ყველა ტიპის ქსოვილისთვისაა შესაფერისი.
დაასველეთ პერანგი და კარგად წაუსვით სარეცხის საპონი. ჩადეთ გასაპნული პერანგი პოლიეთილენის პარკში, ან შეფუთეთ ფოლგაში. დატოვეთ თბილ ადგილზე საათ-ნახევრით, შემდეგ კი გარეცხეთ მანქანაში.
გათეთრების ხარისხი დამოკიდებული იქნება საპონზე: აუცილებელია, რომ მასში ტუტეშემცველობა მინიმუმ 72% იყოს.

სოდა

შეურიეთ სოდას ძმარმჟავა 1:1 თანაფარდობით. მიღებული აქაფებული მასა წაუსვით პერანგის დაბინძურებულ ადგილებს, რომელიც მანამდე თბილი წყლით უნდა დაასველოთ.
გარეცხეთ პერანგი ხელით და გააჩერეთ ერთი საათით, შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში.
მეთოდი შესაფერისია ნებისმიერი ქსოვილისთვის, თუმცა ამ გზით ერთი ნივთის გათეთრება მხოლოდ ხუთჯერ შეიძლება.