ყვითელი ამბები

„მაჭანკალიც გავხდი“ - ნუკი კოშკელიშვილმა გაცნობის აპლიკაცია შექმნა

ნუკი კოშკელიშვილი სიახლესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
Sputnik
„დამაჯახე“ – ასე ჰქვია უფასო გაცნობის აპლიკაციას, რომლის შესახებაც მსახიობმა და მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა ხელმომწერებს ამცნო. ნუკის თქმით, აპლიკაციის შექმნის იდეა მის ქმარს ეკუთვნის.
ბოლო კვირის განმავლობაში დაანონსებული სიახლის დეტალებზე ნუკიმ პოსტი დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.
ყვითელი ამბები
ნუკი კოშკელიშვილი ქმარს ეჯიბრება - ნახეთ სახალისო ვიდეო

„დამაჯახე მაჭანკალიც გავხდი. უფასო გასაცნობი აპლიკაცია ქართველებისთვის და არა მხოლოდ. აპლიკაცია შეიცავს უნიკალურ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც ზუსტად გეტყვით რამდენად შეეწყობით ამა თუ იმ ადამიანს. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, დარეგისტრირდით, გაიარეთ ტესტი და ნახეთ რამდენი პროცენტით ეწყობით. გთხოვთ თუ გექნებათ შენიშვნები, მოგვწერეთ. პირობას გაძლევთ ამ აპლიკაციაზე ბევრი საინტერესო სიახლე, მაგარი ფუნქცია და გართობა გელოდებათ. ჯერ ცოტანი ვართ, მაგრამ დარეგისტრირდით და იყავით ჩვენთან“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც საკუთარი მეუღლე ბენიც სწორედ ონლაინ გაიცნო და წყვილის ურთიერთობა გარკვეული ხანი ვირტუალურად გრძელდებოდა.